საქართველოს პრეზიდენტის ევროპული ტურნე დასრულებულია - მმართველი გუნდი პრეზიდენტს ევროპაში განცორციელებული უნებართვო ვიზიტების გამო კვლავ მწვავედ აკრიტიკებს - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტის ევროპული ტურნე დასრულებულია - მმართველი გუნდი პრეზიდენტს ევროპაში განცორციელებული უნებართვო ვიზიტების გამო კვლავ მწვავედ აკრიტიკებს

2024-10-04 21:17:44+04:00

საქართველოს პრეზიდენტის ევროპული ტურნე დასრულებულია. მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში დაბრუნდა. "ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთგული რჩება" - სწორედ ეს იყო ის ფრაზა, რომელიც ევროპული ტურნეს ფარგლებში ყველაზე მეტჯერ გაჟღერდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ ქმედებების ფონზე, ზურაბიშვილის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მმართველი გუნდი პრეზიდენტს ევროპაში განცორციელებული უნებართვო ვიზიტების გამო კვლავ მწვავედ აკრიტიკებს.