წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ხედვებისა და პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ელექტორნული პლატფორმა - "საარჩევნო კომპასი საქართველო 2024” შეიქმნა. აპლიკაცია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას მოიცავს. ელექტრონული მოწყობილობის პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ისა და გერმანის ელჩები დაესწრნენ. დიპლომატებმა კიდევ ერთხელისაუბრეს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და საზოგადოებას საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს.