თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით - Palitra News

თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით

2024-10-03 12:26:57+04:00

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიასზე იმყოფება, სადაც ის სიტყვით წარსდგა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. თინა ბოკუჩავამ ყველას მოუწოდა, რომ შუერთდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ამ ისტორიულ არჩევნებზე, რათა საქართველომ ევრო-ატლანტიკური გზა შეინარჩუნოს.

ვიზიტის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარეს შეხვედრებს გამართავს მაღალი დონის დელეგაციებთან, მათ შორის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.