ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი - ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი - ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება

2024-09-28 14:02:44+04:00

ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

„ჩვენს არსენალში არსებული ინსტრუმენტები ამით არ მთავრდება. გზავნილი მარტივია: ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ“, - განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.