ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
„ჩვენს არსენალში არსებული ინსტრუმენტები ამით არ მთავრდება. გზავნილი მარტივია: ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ“, - განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.