პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრები საქართველოს ხელისუფლებას განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის გამო აკრიტიკებენ. დეპუტატების განცხადებით, ამ დრომდე შეჩერებულია პროექტი, რომლითაც 2022 წელს საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვება უნდა დანერგილიყო. პარტიაში ფიქრობენ, რომ პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი პროექტის დაპაუზება "ქართული ოცნების" რეალურ სახეზე მეტყველებს. დეპუტატებმა ყურადღება იმ სირთულეებზეც გაამახვილეს, რომელიც სასკოლო განათლების მიღებას უკავშირდება.