რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს - Palitra News

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

2024-08-01 15:40:30+04:00

რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს ერევნის აეროპორტი. რუსი მესაზღვრეები ზვარტნოცის აეროპორტში სომეხ კოლეგებთან ერთად 1992 წლიდან იმყოფებოდნენ. მათ ერევნის აეროპორტის ტერიტორია სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს. როგორც სომხური მედია წერს, საჰაერო-გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სომხური მხარისთვის გადაბარების შესახებ პროტოკოლს ხელი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ძალების მეთაურმა, ედგარ უნანიანმა და სომხეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა რომან გოლუბიცკიმ მოაწერეს. დოკუმენტში სომხური მხარე რუს მესაზღვრეებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია