საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა - განხილვის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს იქნება პრორუსული და ქართველი ხალხის უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანს ქვეყნის ევროპული გზა წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.