ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება - Palitra News

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

2024-07-10 15:41:58+04:00

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს დოჰაში განახლდება და მასში მონაწილეობას ეგვიპტის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები მიიღებენ. გუშინ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობები განიხილა.