სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადბაში ნათქვამია, რომ წინა კომუნიკაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა დღეს, 10 ივლისს გაიმართება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტს დაესწრებიან.