სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ხელმძღვანელმა პირებმა ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. მთლიანობაში, სააგენტომ 96 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, SKODA OCTAVIA და MITSUBISHI L200 მიიღო. ახალი ავტომობილები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.