ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. ადგილზე არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თეა გიორგაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველიძესთან და ცაგერის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო. “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება.