ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის 800-მდე ოჯახი უკვე სარგებლობს. სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, კომუნიკაციების კომისია აქტიურად ახორციელებს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც მიღებული ცოდნის საფუძველზე, სოფელი ლიხაურის მკვიდრმა სალუქვაძეების ოჯახმა, მცირე სარესტორნო ბიზნესი მეტი წარმატებით განავითარა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სპეციალისტების დახმარებით ციფრული უნარ-ჩვევები განივითარეს მეტი ტურისტისა და ვიზიტორის მოზიდვა შეძლეს.