თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. როგორც ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში განმარტავენ, სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი. კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება და დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები, 17 ივნისიდან ამ დრომდე გრძელდება.