თბილისის წყალმომარაგება სრულად 25 ივნისს აღდგება - Palitra News

თბილისის წყალმომარაგება სრულად 25 ივნისს აღდგება

2024-06-22 15:22:55+04:00

თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. როგორც ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში განმარტავენ, სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი. კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება და დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები, 17 ივნისიდან ამ დრომდე გრძელდება.