უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპს 25 ივნისს დაიწყებს. ამავდროულად, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. შეხვედრა 24 ივნისს არის ჩანიშნული. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ განიხილება დოკუმენტი იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირმა გადადგას.