რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინი 18-19 ივნისს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა - Palitra News

რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინი 18-19 ივნისს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა

2024-06-17 20:53:48+04:00

რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინი 18-19 ივნისს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა. კრემლის პრესსამსახურის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას კიმ ჩენ ინის მიწვევით, მეგობრული სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. რუსული მედიის ცნობით, პუტინი ჩრდილოეთ კორეას ბოლოს 2000 წელს ეწვია და რესპუბლიკის მაშინდელ ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ამასთან, ვიეტნამის სახელმწიფო მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი 19-20 ივნისს ვიეტნამს ეწვევა. კრემლის ლიდერი ქვეყანაში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, ნგუენ ფუ ჩონგის მიწვევით ჩავა.