იპოდრომის ტყეში ცათამბჯენების მშენებლობის პროექტს ხელისუფლების ოპინენტები ურბანულ გენოციდს უწოდებენ. საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან მოქალაქეების ნაწილთან ერთად მოითხოვენ, რომ პროექტი არ განხორციელდეს. მათი თქმით, 77 სართულიანი შენობები ბუნებრივ ლანდშაპტს გაანადგურებს. ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს საკრებულოს უმრავლესობა. მათი თქმით, რომ არა ფონდი „ქართუ“ დღეს იპოდრომის არა კონკრეტული ნაწილი, არამედ მთელი ტერიტორია განაშენიანებული იქნებოდა.