ოპოზიციური ერთობა, გაერთიანება საერთო სიის თუ იდეების გარშემო- საკითხზე ოპოზიციურ პარტიებში მსჯელობა მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მთავარი 26 ოქტომრის საპარალამენტო არჩევნებში ხელისუფლების ცვლილებაა. უმრავლესობა კი საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულია. ამბობენ, რომ ოპოზიციის ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში გამარჯვება კვლავ "ქართული ოცნების" მხარესაა.