გერმანიაში მყოფი პრემიერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ირაკლი კობახიძე ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში. მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციაზე დაფიქსირებული იქნება საქართველოს პოზიცია რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. გერმანიაში ირაკლი კობახიძის ვიზიტს საქართველოში პოლიტიკური მხარეები უკვე გამოეხმაურნენ.