ევროპარლამენტის არჩევნებში პირველი ადგილის დაკავებას საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას იმის საშუალება ეძლევა, რომ, საფრანგეთი, როგორც თავად აცხადებს, ჩვეულ გზაზე დააბრუნოს. არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ, ფრანგული ტელეარხის ეთერიდან ლე პენმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მის პარტიას უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარონ.