რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილი „სუ-34” ტიპის თვითმფრინავი, გეგმიური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს, ჩრდილოეთ ოსეთის მთებში ჩამოვარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავის მთლიანი ეკიპაჟი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, “სუ-34”-ის ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა. წინასწარი შეფასებით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.