პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ბოლო კვირას წარადგენს - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში და რას მოიცავს პრემიერის ანგარიში - Palitra News

პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ბოლო კვირას წარადგენს - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში და რას მოიცავს პრემიერის ანგარიში

2024-06-10 19:39:47+04:00

პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ბოლო კვირას წარადგენს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ანგარიშში შესულ დებულებებს კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ რომ პრემიერი რუსეთს ოკუპანტ ქვეყანად არ მოიხსენიებს. საპირისპიროს ამბობენ მმართველი გუნდის ლიდერები, მათი თქმით პრემიერის ანგარიში რუსეთის მიერ ოკუპაციასა და კონფლიქტის მოგვარებას ხელს უწყობს.