რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა ყირიმში, აზოვის ზღვის თავზე, კრასნოდარის მხარეში, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებში 28 უკრაინული დრონი გაანადგურეს. სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამეს კიევი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით თავდასხმას ცდილობდა. სამინისტროს ცნობითვე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 11 უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის ნახევარკუნძულზე, 8 აზოვის ზღვის თავზე, 6 კრასნოდარის ოლქის ტერიტორიაზე, 2 ბელგოროდის და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.