თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნებს, რომლებიც ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებენ, ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ - Palitra News

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნებს, რომლებიც ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებენ, ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

2024-06-07 09:21:22+04:00

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნებს, რომლებიც ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებენ, ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ღაზის სექტორში „ხოცვა-ჟლეტის“ დასასრულებლად საკმარისი ნაბიჯები არ გადადგა. თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნებს ასევე მოუწოდა რომ ღაზაში ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისათვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. შეგახსენებთ, ისრაელის ბოლო ავიაიერიშს ღაზის სექტორში მდებარე გაერო-ს სკოლაში 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 7 ოქტომბრის შემდეგ 36 600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.