უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა

2024-06-06 20:36:54+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი ნორმანდიის ქალაქ კანის აეროპორტში დაეშვა. ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.