ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დღეს, ნიდერლანდებში გაიხსნა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 21:00 საათამდე გაგრძელდება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს 6-დან 9 ივნისის ჩათვლით ირჩევს. წელს, ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობის მოსახლეობა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმას 9 ივნისს მისცემს და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაც კვირას, საღამოს მოხდება. ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ესტონეთში ხმა უკვე 63,125-მა ადამიანმა მისცა.