მიხეილ სააკაშვილი - მე, პუტინის ტყვე ვაცხადებ, რომ ვარ ახალგაზრდების გვერდში ყოველგვარი პოლიტიკური თუ პირადი სარგებლის, ან მოტივაციის გარეშე - მოვუწოდებ ახალგაზრდებს, არ შეცვალონ მიზნის მიღწევის ხერხები - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - მე, პუტინის ტყვე ვაცხადებ, რომ ვარ ახალგაზრდების გვერდში ყოველგვარი პოლიტიკური თუ პირადი სარგებლის, ან მოტივაციის გარეშე - მოვუწოდებ ახალგაზრდებს, არ შეცვალონ მიზნის მიღწევის ხერხები

2024-06-06 09:25:44+04:00

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში სააკაშვილი ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ შეცვალონ მიზნის მიღწევის ის ხერხები, რაც მათ მიერ შექმნილი ერთობიდან წარმოიქმნა და აიძულონ პოლიტიკური ლიდერები, ხელი აიღონ დაქსაქსულობისა და ერთიანობის დაშლის მცდელობებისაგან. სააკაშვილის თქმით, ჩვენი სამშობლოს მომავალი სწორედ ახალგაზრდების ხელშია.