იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი - Palitra News

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი

2024-06-05 09:28:03+04:00

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი - აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არ მალავს იმის სურვილს, რომ ოპოზიციური პარტიები სწორედ ზურაბიშვილის კანდიდატურის გარშემო უნდა გაერთიანდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს იმის რესურსი აქვს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს. ამავე დროს, ოპოზიციის მეორე ნაწილი ზურაბიშვილის კანდიდატურას იწუნებს. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა არ დაუმსახურებია.