აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, მათი მხრიდან საქართველოში ინდივიდუალური სანქციები "ჯერ" არ გამოცხადებულა, თუმცა "არ იყოყმანებენ". სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ განიხილავს საპასუხო ქმედებებს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონი დაამტკიცა . საკითხს ოპოზიციური პარტიები და მმართველი გუნდი ეხმაურება. ხელლისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ ,რომ ძალიან მალე "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდებიან.