ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კრიტიკა კვლავ გრძელდება - რა განცხადებები კეთდება საკითხზე  პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კრიტიკა კვლავ გრძელდება - რა განცხადებები კეთდება საკითხზე  პოლიტიკურ სპექტრში

2024-06-03 20:26:58+04:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კრიტიკა კვლავ გრძელდება. ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კომპანიის მიერ პორტის მშენებლობა ოპოზიციის თქმით ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მმართველი გუნდის ლიდერები კი აცხადებენ რომ ჩინეთიდან შემოსული ტვირთი პორტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.