უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - Palitra News

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2024-06-03 16:54:31+04:00

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.