გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ღვინო ბოლნისის“ ინიციატივით ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ფესტივალის მიზანი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაციაა. აღნიშნული ფესტივალი საქართველოში ერთადერთია, რომელშიც მხოლოდ "დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების" მწარმოებლები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრებმა ოქროსა და ვერცხლის მფლობელი ღვინოები გამოავლინეს.