რუმინეთი უკრაინისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემის - Patriot-ის გადაცემის საკითხს განიხილავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარსელ ჩიოლაკუს განცხადებით, საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და თუ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. მისივე თქმით, საკითხი საჯაროდ არ განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებას არ შეასუსტებს.