რატომ არ იმყოფებოდა სალომე  ზურაბიშვილი პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - რას განმარტავს მმართველი გუნდი - Palitra News

რატომ არ იმყოფებოდა სალომე  ზურაბიშვილი პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - რას განმარტავს მმართველი გუნდი

2024-06-01 19:24:58+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, გაწეული შრომისთვის მადლობა, მთავრობის მეთაურმა, უწყების ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავჯდომარემ და დედაქალაქის მერმა გადაუხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ „პოლიციის დღის“ ღონისძიებას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია. როგორც ცნობილია სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია. მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტს, რომელიც სამართალდამცავების მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, ღონისძიებაზე არაფერი ესაქმება. თემაზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც.