ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა. როგორც მან აღნიშნა პირველი ივნისი გვახსენებს, რომ ბავშვის ინტერესი არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ წლის ყოველ დღეს უმთავრესია. მინისტრის თქმით, სისხლის უანგარო დონაციის კამპანია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.