შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, გაწეული შრომისთვის მადლობა, მთავრობის მეთაურმა, უწყების ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავჯდომარემ და დედაქალაქის მერმა გადაუხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ „პოლიციის დღის“ ღონისძიებას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია. როგორც ცნობილია სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ვრცლად ჩვენი ჟურნალისტი, სალი ჯაფარიძე მოგვიყვება