შეჩერდეს ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში სადავო მუხლები - ეს ის მთავარი მოთხოვნაა, რომელითაც არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამავდროულად, მესამე სექტორი ადამიანის ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენადაც ემზადება. ინიციატივას, შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ასევე მმართველ პარტიაში. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არცერთი მუხლია ისეთი, რომელიც სამართლებრივ საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.