ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება - Palitra News

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება

2024-05-31 12:18:29+04:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners”-ის წარმომადგენელი. ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ასევე ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.