ენტონი ბლინკენი ჩეხეთში იმყოფება. პრაღაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ჩერნოჩოვას, პრეზიდენტ პეტრ პაველს და საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის შეხვდება, რომელთანაც ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს. ასევე, პრაღაში, ენტონი ბლინკენი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. 29 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვაში იმყოფებოდა და მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ დოლარს გადასცემს.