საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ასეული ინსტრუქტორის გაგზავნამდე საფრანგეთი მისიის შესაფასებლად ინსტრუქტორებს შეზღუდული რაოდენობით გაგზავნის. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 6 ივნისს საფრანგეთში, ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება.