პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ - Palitra News

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ

2024-05-30 16:01:00+04:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს უსმენენ. სარჯველაძე მინისტრის სტატუსით პარლამენტში პირველად მივიდა.

სარჯველაძე პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.