ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე განცხადებების მიღება დასრულდა. უახლოეს დღეებში, ამ პროექტზე ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდება. ამავე დროს, ოპოზიცია პრობლემად მიიჩნევს მხოლოდ ჩინურ კომპანიასთან პარტნიორობას, რადგან, მათი შეფასებით, ამ პროექტში ევროპული და ამერიკული ინვესტიციები არ იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პროექტმა ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. აღნიშნულ საკითხს ქვეყნის პრემიერიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ანაკლიის პროექტის განხორციელება და სწორედ ესაა საქართველოს მთავრობის ინტერესი. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ პროექტის ჩინური კომპანიით განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი მუშაობისთვის ჩინურ ტვირთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.