ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ამავდროულად კი პოლიტიკურ სპექტრში მთავარი განხილვის თემა კვლავაც მოსალოდნელი სანქციებია. მმართველ გუნდში დასავლეთისა და სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ მათ სანქციების არ ეშინიათ. განსხვავებული პოზიცია აქვსთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოსალოდნელი სანქციები რეალურია და ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი უკვე გამოუტანა. რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები მოსალოდნელ სანქციებზე.