აშშ-ი მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტები მოლდოვით დაიწყო, სადაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიშინიოვს 85-ი მილიონი ამერიკულ დოლარს ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად გადასცემს, ხოლო 50 მილიონი დოლარი ენერგეტიკული და საფერმო ინდუსტრიების კაპიტალური აღდგენისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის იქნება გამოყენებული.