ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, 2024-ი 2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი სამ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს ასახავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანაბარი, მაღალი ხარისხის, ინკლუზიურ და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორებისა და ავადობის შემცირებას, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.