სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი საქართველოს მოსახლეობის რეალურ სურვილს კიდევ ერთხელ ასახავს. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა საზოგადეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს და ის, როგორც პრეზიდენტი ხელმოწერით ქართველი ხალხის არჩევანს დაადასტურებს. ინიციატივას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ერთი ნაწილი პრეზიდენტის გეგმას დადებითად აფასებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დასავლურ არჩევანს გამოცდა არ სჭირდება.