სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი იმის თაობაზე იქნება, თუ რა არის საქართველოს მოსახლეობის სურვილი - ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა საზოგადეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს და ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ხელმოწერით ქართველი ხალხის არჩევანს დაადასტურებს. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას პოლიტიკური შეფასებები უკვე მოყვა. რას აცხადებენ ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში