ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყო - ამასთან დაკავშირებულ საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო ივნისში გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების განაცხადა. ბორელის განცხადებით, საბჭოზე ევროპელმა პოლიტიკოსებმა მოსაზრებები ე.წ გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაცვალეს. მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი თვლის, რომ კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამავე შეხვედრაზე, ბორელის გამცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაზეც ისაუბრეს.