თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყანა ისრაელის „ბარბაროსი“ პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის დასაყენებლად ყველაფერს გააკეთებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი რაფაჰზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშსაც გამოეხმაურა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასასჯელად ყველაფერს იღონებს.